პარტნიორი

გრიგოლ გიორგაძე

გრიგოლ გიორგაძე - ადვოკატი , დაამთავრა ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1999-2009 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე. 2009 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი საერთო სპეციალობით. 1999 წელს იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კურსები და ჩააბარა პროგრამით გათვალისწინებული გამოცდა. 2003 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის გადამზადების კურსები, რომელიც მოიცავდა: სამოქალაქო საპროცესო სამართალს, სისხლის სამართალს, სისხლის საპროცესო სამართალს, საკონსტიტუციო სამართალს, ადმინისტრაციულ სამართალს. 2004 წლის 26 სექტემბერს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, 2006 წლის 25 მარტს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, 2007 წლის დეკემბერში ჩააბარა ადვოკატურის გამოცდები სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით. 2009 წლიდან დღემდე პროფესიული განვითარების მიზნით სამართლის სხვადასხვა დარგებში გავლილი აქვს ათზე მეტი სემინარი. ენები: ქართული, რუსული, ინგლისური