დამფუძნებელი პარტნიორი

მიხეილ სულაქველიძე

მიხეილ სულაქველიძე დამფუძნებელი პარტნიორი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ექსპერტი, სპეციალიზაცია საერთო (სისხლის სამართალი, სამოქალაქო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, საერთაშორისო სამართალი).სამუშაო გამოცდილება: საერთო სასამართლოები, საქმისწარმოების სპეციალისტი, მოსამართლის თანაშემწე, საერთო სასამართლოების რეფორმირების მონაწილე. საადვოკატო საქმიანობა საერთო სპეციალიზაციით. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სასამართლო აღმასრულებელი. აღსრულების ეროვნული ბიუროს სამოქალაქო საქმეებზე პრობლემური საქმეების იძულებითი აღსრულების ექსპერტი. სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლობა განვითარების პროექტებში. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე და საქმისგამხილველი მთავარი არბიტრი. განათლება: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (იურისტის დიპლომი წარჩინებით); ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა წარჩინებით; აღმასრულებელთა საკვალიფიკაციო გამოცდა წარჩინებით; მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა წარჩინებით. სამეცნიერო ნაშრომი: წერილობითი მტკიცებულების როლი სამოქალაქო სამართლის პროცესში, მტკიცებულების ცნების ახლებური სამართლებრივი ინტერპრეტაცია; მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებანი სამოქალაქო სამართალში.

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული